როგორ გავუშვათ MySQL/MariaDB ბრძანებები ტერმინალიდან?

არის სიტუაციები როდესაც შეიძლება არ გვქონდეს გრაფიკული ინტერფეისის მქონდე პროგრამა, ისეთი როგორიც არის მაგალითად phpMyAdmin, Navicat, SQLyog და სხვა. ასეთ დროს შესაძლებელია პირდაპირ ბრძანებების ველით ვისარგებლოთ, მართალია არ არის ისეთი კომფორტული როგორც ჩამოთვლილი პროგრამები თუმცა ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გაცილებით მეტი სამსახური გაგიწიოთ. იმისთვის რომ ბრძენება შესრულდეს საჭიროა გვქონდეს სერვერის პაროლი.
Windows-ში Run-დან გაუშვით cmd.exe ხოლო Linux ან Mac-ში შესაბამიდი ტერმინალის პროგრამა. აგრეთვე გაითვალისწინეთ Windows-ში Environment Variables-დან Path ველში დასამატებელია ცვლადი mysql-ის bin დირექტორიაზე, დამატება უნდა მოხდეს ჩანაწერის ბოლოში წერტილ მძიმის შემდეგ.

თუ ჩანაწერია:

C:\ProgramData\Oracle\Java\javapath;%SystemRoot%\system32;%SystemRoot%;%SystemRoot%\System32\Wbem;%SYSTEMROOT%\System32\WindowsPowerShell\v1.0\

ხოლო MySQL ის დირექტორია

C:\Program Files\MySQL\MySQL Server 5.7\bin\

MySQL ის დამატების შემდეგ იქნება

C:\ProgramData\Oracle\Java\javapath;%SystemRoot%\system32;%SystemRoot%;%SystemRoot%\System32\Wbem;%SYSTEMROOT%\System32\WindowsPowerShell\v1.0\; C:\Program Files\MySQL\MySQL Server 5.7\bin\

წინააღმდეგ შემთხვევაში დანარჩენი ცვლადები წაიშლება რამაც შეიძლება სისტემის ან ზოგიერთი სერვისის არაკორექტული მუშაობა გამოიწვიოს.

env-mysql-win

ტერმინალში ჩავწეროთ ბრძანება რომელიც მონაცემთა ბაზების ჩამონათვალს გვაჩვენებს ეკრანზე:

mysql -u root -p -e "show databases;"

დავაჭიროთ Enter ღილაკს (დანარჩენ სიტუაციებშიც ბრძანების გაშვება ავტომატურად გულისხმობს Enter ღილაკზე დაჭერას)

 

mysql -u root -p -e "show databases;"
Enter password:
+--------------------+
| Database           |
+--------------------+
| information_schema |
| mysql              |
| performance_schema |
| phpmyadmin4        |
| test              |
+--------------------+

 

ბრძანების იდენტიფიკატორების აღწერა:

mysql – ბრძანების ველში მიუთითებს რომ იწყება mysql სერვერთან თან დაკავშირება

-u ნიშნავს თუ რომელი მოხმარებლით ხდება დაკავშირება. ამ შემთხვევაში მომხმარებლის სახელია root

-p  პაროლის გამოძახება, თუ პაროლი აუცილებელია Enter ღილაკზე დაჭერის შემდეგ მოგთხოვთ პაროლის ჩაწერას

-e გაეშვას ბრძანება. ამ შემთხვევაში “show databases;” რაც ნიშნავს,  მაჩვენე ყველა მონაცემთა ბაზა სერვერზე.

ყოველი ბრძანება მოსდევს იდენტიფიკატორს. მაგალითად

-e "show databases;"

ნიშნავს: შესრულდეს ბრძანება “show databases;”

 

შევქმნათ ახალი მონაცემთა ბაზა სახელად test1 (თუ ამ სახელით უკვე არსებობს მონაცემთა ბაზა შეგიძლიათ test1 ის მაგივრად სხვა სახელი გამოიყენოთ):

mysql -u root -p -e "create database test1;"

მონაცემთა ბაზა test1 ში შევქმნათ ცხრილი სახელად users, სადაც დავამატებთ სამ ველს id, lastname, firstname

mysql -u root -p -e "use test1; create table users ( id int(10) not null auto_increment, lastname varchar (255), firstname varchar(255), primary key (id) ) engine InnoDb charset=utf8"

დავამატოთ მონაცემები ცხრილში users:

mysql -u root -p -e "use test1; insert into users (lastname, firstname) values ('lname1','fname1')"

გამოვიტანოთ დამატებული მონაცემები ეკრანზე:

mysql -u root -p -e "use test1; select * from users"

ეკრანზე გამოჩნდება დაახლოებით ასეთი გამოსახულება:

+----+----------+-----------+
| id | lastname | firstname |
+----+----------+-----------+
|  1 | lname1   | fname1    |
+----+----------+-----------+