PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 3 – ცვლადები)

ცვლადი არის იდენტიფიკატორი (სივრცე კომპიუტერის მეხსიერებაში), რომელიც იდენტიფიცირებულია სიმბოლური სახელით და გააჩნია მნიშვნელობა. პროგრამის მოქმედებების მიხედვით ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. PHP-ში ცვლადი აღინიშნება ალფავიტური და რიცხვითი სიმბოლოებით შემდგარი დასახელებით რომლის წინაც მოთავსებულია დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშნის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ან ალფავიტური სიმბოლო a დან z-მდე ან ქვედა ტირე _. ძირითადად ცვლადების სახელები ლათინური ალფავიტური სიმბოლოებით აღინიშნება თუმცა შესაძლებელია სხვა ენის ალფავიტური სიმბოლოთიც მაგალითად ქართულით აღნიშვნა.
$a; $_a; $ა;
ამ შემთხვევაში გვაქვს ცვლადები $a, $_a და $ა, რომელთა მნიშვნელობაც არ არის განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში მას ავტომატურად ენიჭება null მნიშვნელობა რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმის აღსანიშნავად რომ ცვლადი არსებოს.
ცვლადზე მნიშვნელობის მინიჭება ხდება უდრის “=” ნიშნით.
$a=1; $b="board";
ამ მაგალითში გვაქვს ცვლადი $a, რომელსაც გააჩნია რიცხვითი მნიშვნელობა და ცვლადი $b, რომელსაც აქვს ტექსტური მნიშვნელობა.
ხშირად უდრის ნიშანს ორჯერ გამეორებულს წერენ რაც არ ანიჭებს მნიშვნელობას და ნიშნავს ტოლობას, ხოლო პროგრამა ამაზე შეცდომას არ გამოიტანს და შესაბამისად ძნელია ასეთი შეცდომების პოვნა.
$a==1;
არ მიანიჭებს მნიშვნელობას.
ცვლადის სახელი უნდა იყოს კონკრეტულ პროგრამაში მისი როლის მიხედვით შერჩეული რომ ადვილად გაარჩიოთ რომელი ცვლადი რისთვის არის განკუთვნილი.
$pet="პანდა"; $transport="ავტომობილი";
ცვლადის უპირატესობა პროგრამაში მისი მნიშვნელობის ცვლის გარდა თავად ამ ცვლადის გამოსახულებაში ჩართვაა ან სხვა ცვლადზე მისი მნიშვნელობის მინიჭება.
$yearnow=2016; $yearbirth=1973; $age=$yearnow-$yearbirth; echo $age;
გამოიტანს შესაბამსად 43.