WINDOWS VS. OS X

#devhumor pic.twitter.com/NN9nSj1X8o — Dev Battles (@devbattles) February 2, 2016

Google Chrome-ს Extension-ები Firefox 45-ში

აგვისტოში კომპანია მოზილამ განაცხადა, რომ WebExtensions-ის API-ზე დაიწყო მუშაობა: როგორც Firefox-ის add-ons -ზე.  ამ ეტაპზე WebExtensions ალფა ვერსიაზეა და აგვისტოს შემდგომ 77 შეცდომაა გასწორებული. 2016 წლის მარტისათვის Firefox 45-ში იგეგმებაWebExtensions-ის სრული მხარდაჭერა.

Gogs – Go Git სერვისი

ალბათ არაერთ დეველოპერს გაჩენია სურვილი რომ საკუთარი გიტ სერვისი ჰქონოდა, რადგან მიუხედავად იმისა რომ github არსებობს და საკმაოდ მძლავრი და მრავალფუნქციური სერვისია, აქვს ისეთი შეზღუდვები როგორიცაა მაგალითად თქვენს რეპოზიტორებთან მხოლოდ თქვენს მიერ მითითებულ მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა.

BeeBEEP 3.0.2

გამოვიდა ლოკალური ქსელის მესინჯერის  BeeBEEP-ის 3.0.2 ვერსია. BeeBEEP გახლავთ open source, peer to peer, lan მესინჯერი რომელიც შექმნა Marco Mastroddi-მა. BeeBEEP-ის საშუალებით შეგიძლიათ ისაუბროთ და გაცვალოთ ფაილები ლოკალურ ქსელში მყოფ მომხმარებლებთან მაგალითად ოფისში, სახლში, ინტერნეტ კაფეში. თქვენ არ გჭირდებათ სერვერი, უბრალოდ გადმოტვირთეთ, გახსენით არქივი და გაუშვით. მარტივი, სწრაფი და დაცული.

Apache, PHP და MySQL-ის გაშვება ინსტალაციის გარეშე

ალბათ არაერთ დეველოპერს ჰქონია სურვილი რომ პროგრამა ისე დაეინსტალირებინა რომ Apache, PHP და MySQL სერვერების ინსტალაცია არ ყოფილიყო საჭირო. შეიძლება არის სხვადასხვა ვარიანტები მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს USBWebserver-ზე. მისი უპირატესობა სწორედ ის გახლავთ რომ რაც გჭირდებათ არის მხოლოდ გადმოწეროთ არქივი განაარქიოთ და შემდეგ ამ ფოლდერიდან გაუშვათ usbwebserver აპლიკაცია. ვებ საიტის ან აპლიკაციის გასაშვებად საჭიროა ფაილები განათვსოთ root დირეტორიაში. […]

qBittorrent v3.3.0

წარმოდგენილია ტორენტ-კლიენტ qBittorrent-ის ახალი 3.3.0 ვერსია, რომელიც დაწერილია Qt ინსტრუმენტარიუმის გამოყენებით.  ახალ ვერსიაში მრავალი ცვლილებაა შეტანილი და გაცილებით უფრო სრულყოფილია ვიდრე წინა ვერსიები. ცვლილებების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.qbittorrent.org/news.php ჩამოსატვირთად გადადით მისამართზე: http://www.qbittorrent.org/download.php  

Nvidia 358.16 Linux-ის დრაივერი

Fedora 23 ვერსიის დაინსტალირების შემდეგ, Nvidia ვიდეოკარტის მქონე მომხმარებლები დრაივერის არათავსებადობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდენ, რადგანაც Fedora 23-ს ახალი 1.18 ვერსიის Xorg სერვერი მოყვება. ამის გამო Nouveau დრაივერზე მუშაობა უწევდათ, რაც არაკომფორტულია განსაკუთრებით თუ 3D აქსელერაციასთან გვაქვს საქმე. 16 ნოემბერს გამოვიდა Nvidia დრაივერის 358.16 ვერსია, რომელშიც გასწორებულია მრავალი შეცდომა და სხვა გაუმჯობესებებთან ერთად აქვს ახალი Xorg […]

Nvidia 352.63 დრაივერი ლინუქსისთვის xorg-server 1.18 ვერიის მხარდაჭერით

Fedora 23 ვერსიის დაინსტალირების შემდეგ, Nvidia ვიდეოკარტის მქონე მომხმარებლები დრაივერის არათავსებადობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდენ, რადგანაც Fedora 23-ს ახალი 1.18 ვერსიის Xorg სერვერი მოყვება. ამის გამო Nouveau დრაივერზე მუშაობა უწევდათ, რაც არაკომფორტულია განსაკუთრებით თუ 3D აქსელერაციასთან გვაქვს საქმე. 16 ნოემბერს გამოვიდა  Nvidia დრაივერის 352.63 ვერსია, რომელსაც სხვა გაუმჯობესებებთან ერთად აქვს ახალი Xorg სერვერის მხარდაჭერა. დრაივერის გადმოწერა შესაძლებელია Nvidia-ს საიტიდან, ხოლო […]

NetBeans IDE 8.1

გამოვიდა პროგრამირების გარემო NetBeans 8.1 ვერსია. ამ ვერსიაში გაუმჯობესებულია: Node.js Application Development HTML5/JavaScript Java Java EE PHP C/C++ Profiler Redesign & Improvements გადმოსაწერად ისარგებლეთ ბმულით https://netbeans.org/downloads/