ყველა პროგრამისტმა უნდა იცოდეს VIM ბრძანებების შესახებ

70-იანი წლების შემდეგ, Vi გახლავთ პროგრამისტების ერთერთი საუკეთესო მეგობარი. მიუხედავად იმისა Vi-სთან მიმართებაში თქვენ ხართ დამწყები თუ არა, აქ არის თემების მიხედვით დალაგებული 100 სასარგებლო ბრძანება, რომელიც კოდის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

Corebird, Twitter-კლიენტი Linux-ისთვის

Twitter დღეს ყველაზე წარმატებული სოციალური პროექტია, განსაკუთრებით ბიზნესის და პოლიტიკის სფეროში. არის სიტუაცია როდესაც არ გვსურს ყოველთვის ბრაუზერის გახსნა ტვიტერში შესასვლელად და უბრალოდ გვირჩევნია როგორც სხვა კომპაქტური პროგრამები როგორიცაა მაგალითად სკაიპი, ისე შევძლოთ მუშაობა. გარდა ამისა რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია, Corebird-ის საშუალებით შეგიძლიათ სხვადასხვა მოხმარებლის სახელით შეხვიდეთ ისე რომ პროგრამა არ გამორთოთ, მხოლოდ აირჩევთ მომხმარებელს […]

PHPMailer კრიტიკული დაცულობის ხარვეზები

PHPMailer-ში აღმოჩენილია დაცვის ხარვეზი (CVE-2016-10033), რომლის საშუალებითაც ჰაკერს შეუძლია დისტანციურად გაუშვას რაიმე კოდი სერვერზე. შეცდომა გასწორებულია 5.2.18 და მაღალ ვერსიებში. წყარო: http://thehackernews.com/2016/12/phpmailer-security.html

phpPgAdmin და PHP7

PostgreSQL მონაცემთა ბაზებით სარგებლობს მრავალი დეველოპერი, ხოლო PostgreSQL-თან სამუშაოდ  phpPgAdmin-ითაც  სარგებლობს. phpPgAdmin-ის ახალ 5.1 ვერსიაში აღმოვაჩინე რომ ის არ არის თავსებადი PHP7 ვერსიასთან, რის გამოც ვერ აკეთებს მონაცემთა ბაზის ექსპორტს. საიტზეც არაფერი ეწერა ამ პრობლემის შესახებ და ვერსიაც იგივე 5.1 დამხვდა. ან უნდა გადავსულიყავი php5 ვერსიაზე ან უნდა შემეცვალა კოდი ისე რომ ის თავსებადი ყოფილიყო php7 […]

Android 7.1.1 ნუგა (Nougat)

გამოვიდა ლინუქსზე დაფუძნებული  ოპერაციულ სისტემა Android-ის ახალი 7.1.1 ვერსია.

დიდი ბრიტანეთი ზედამხედველობის უფლებამოსილების უპრეცედენტოდ გაზრდას აპირებს – აი ეს რას ნიშნავს

დიდი ბრიტანეთი აპირებს გახდეს მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა ზედამხედველობის უფლებამოსილების გაზრდის კუთხით, რომელიც პოლიციას და დაზვერვის სამსახურებს ნებას დართავს, ისეთ დონეზე უთვალთვალონ თავიანთ მოქალაქეებს, რომელიც უპრეცედენტო იქნება დემოკრატიისათვის. გაერთიანებული ერების უსაფრთხოების უფროსმა არსებული სიტუაცია შეაფასა როგორც “უარესი ვიდრე საშიში”. ედუარდ სნოუდენის თქმით ეს არის “ყველაზე ექსტრემალური თვალთვალი დასავლეთ დემოკრატიის ისტორიაში”. კანონი რომელზეც მიდის საუბარი, დაერქვა ბილის […]

PHP პირველი ნაბიჯები (ნაწილი 3 – ცვლადები)

ცვლადი არის იდენტიფიკატორი (სივრცე კომპიუტერის მეხსიერებაში), რომელიც იდენტიფიცირებულია სიმბოლური სახელით და გააჩნია მნიშვნელობა. პროგრამის მოქმედებების მიხედვით ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს. PHP-ში ცვლადი აღინიშნება ალფავიტური და რიცხვითი სიმბოლოებით შემდგარი დასახელებით რომლის წინაც მოთავსებულია დოლარის ნიშანი. დოლარის ნიშნის შემდეგ აუცილებლად უნდა იყოს ან ალფავიტური სიმბოლო a დან z-მდე ან ქვედა ტირე _. ძირითადად ცვლადების სახელები ლათინური ალფავიტური […]

Fedora 25 ფინალური ვერსია

გამოვიდა ლინუქსისის დისტრიბუტივი Fedora-ს უახლესი 25 ვერსია . ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან http://archive.fedoraproject.org/pub/fedora/linux/releases/25/ აგრეთვე სხვადასხვა გრაფიკულ გარსზე შექმნილი (spin) დისტრიბუტივის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ბმულიდან

Microsoft SQL Server ლინუქსში

მაისში მაიკროსოფტმა დააანონსა Microsoft SQL Server-ის რელიზი სლოგანით “SQL სერვერს უყვარს ლინუქსი”,  რომელიც განკუთვნილია ლინუქს პლატფორმისათვის. ზოგადად ამ მონაცემთა ბაზას და მაიკროსოფტის დეველოპერული გარემოს არ ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ რადგანაც ლინუქსის ვერსიაზეა საუბარი მეც დავაინსტალე და გავტესტე. ჩემდა გასაკვირად ამ სერვერის ოპტიმიზაციის  მხრივ სერიოზული  წინსვლა დავინახე. მაგალითისათვის PHP ზე დავწერე კოდი რომელიც PDO-ზე დაფუძნებულ კლასს გამოიყენებდა […]

Fedora 24 – ინსტალაციის ხარვეზები

Fedora 24 ვერსია უკვე რამდენიმე თვეა გამოვიდა, მეც Fedora-ს მე 3 ვერსიიდან მომხმარებელი არ ვუშვებ შანსს და ვაინსტალებ ახალ ვერსიას. როგორც კი dnf update გავაკეთე და გადავტვირთე კომპიუტერი ვხედავ იგივე კერნელით ჩაიტვირთა ხოლო ახალი კერნელი საერთოდ არ გამოჩნდა boot ფანჯარაში. ეს პრობლემა მოვაგვარე შემდეგნაირად. ძველი კერნელით ჩავიტვირთე და ახალი კერნელი წავშალე და შემდეგ ისევგანვაახლე სისტემა […]